28 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
"რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს" ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მუკბანიანის ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე დააყენეს შუამდგომლობა, რომ მოსამართლეს ირაკლი მუკბანიანისთვის აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ შეეფარდებინა, ალტერნატივის სახით კი 10 000 ლარის ოდენობის გირაო მოითხოვეს.

ირაკლი მუკბანიანი პოლიციამ გუშინ დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის 29 მაისს გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დღის ამბები