28 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოსაყვანად სასამართლოებში დავას დავიწყებთ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან არასრულწლოვნების გამოსაყვანად ყველანაირ სამართლებრივ და პოლიტიკურ გზებს გამოიყენებს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ჩვენ იმისათვის, რომ ბავშვები თავშესაფარში არ დარჩნენ, ვეცდებით გამოვიყენოთ სამართლებრივი თუ პოლიტიკური გზები. ამას, პირველ რიგში, გავაკეთებთ ადგილობრივ სასამართლოებში დავით, რომელიც დაწყებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაციას  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".

საქმე აპელაციის სასამართლოშია, საიდანაც მოგვივიდა თხოვნა, რომ ჩვენი მოსაზრება წარვადგინოთ ამ საქმეზე,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები