28 ნოემბერი 2024,   14:55
ვრცლად
აკავშირებთ თუ არა "ნაცმოძრაობასა" და გიორგი გახარიას საერთო გეგმები - ექსპერტის ხმაურიანი განცხადება და პასუხები პოლიტიკური სპექტრიდან

მმართველი გუნდი გიორგი გახარიას და "ნაციონალურ მოძრაობის" ინტერესების თანხვედრაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ექსპერტმა მამუკა არეშიძემ კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის გადადგომას წინ უძღოდა კონფიდენციალური შეხვედრები, მათ შორის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

როგორც არეშიძე განმარტავს, პოლიტიკურად დაძაბულ ფონზე თემატური მორიგება შედგა და გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების აღსრულების გადადება მოითხოვა.

ბრალდებას გიორგი გახარიას გუნდში აბსურდულს უწოდებენ. პარტია "საქართველოსთვის" წევრებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი პოლიტიკურ სპეკულაციად მიაჩნიათ.

ყოფილი ლიდერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ქართულ ოცნებაში" ლოგიკურს უწოდებენ და განმარტავენ, რომ გიორგი გახარიას გადადგომის რეალური მიზეზი დღემდე გაუგებარია.

"ნაციონალურ მოძრაობაში"  გიორგი გახარიასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფენ.

დღის ამბები