28 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
7 დაკავებული ბათუმელის ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ

7 დაკავებული ბათუმელის ახლობლები სასამართლოსთან აქციას მართავენ. დაკავებულთა ახლობლებს სასამართლოს მანდატურებთან მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოუვიდათ, რადგან მათ ეზოში შესვლისა და პლაკატის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა შემდეგ ამის უფლება დართეს. 

ქუთაისში "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 7 პირი დააკავეს. მათ ძალადობას ედავებიან. მათ შორის არიან მოჭიდავეები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. დაკავებულების ადვოკატები გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

დღის ამბები