კონგოში თავდასხმებს 55 ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ინფორმაციით, თავდასხმები უგანდის საზღვართან მდებარე ორ სოფელში მოხდა.
შეიარაღებულმა პირებმა გადაწვეს საცხოვრებელი სახლები და გაიტაცეს ადგილობრივები.
კონგოს უფლებადამცველი ორგანიზაციები მომხდარში ისლამურ შეიარაღებულ ჯგუფს ადანაშაულებენ.