ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა გვიან ღამით სოფელ კაბალში მოხდა. რესტორანში სტუმრად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღით მეპატრონის შვილს მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, მომხდარს წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილს "არქიმედეს" კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მუხლით მიმდინარეობს.