ოპოზიციური პარტიის აქტივისტის, ირაკლი ფანგანის ცემის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა აქტივისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დანაშაული 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ირაკლი ფანგანს ფიზიკურად ორი დღის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუსწორდნენ. შეგახსენებთ, ფანგანი ის პირია, რომელმაც ბათუმში დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს რამდენიმე თვის წინ თავზე ნაგავი დააყარა.