ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშნველობაზე ისაუბრეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე პანდემია, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, კლიმატის ცვლილება, რუსეთის აგრესიული ქმედებები და მსოფლიოში ჩინეთის გავლენების ზრდის საკითხები განიხილეს.
იენ სტოლტენბერგის განცხადებით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს. მისივე თქმით, აუცილებელია განახლდეს ტრანსატლანტიკური კავშირი ამერიკასა და ევროპას შორის.