29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
2021 წლის იანვარში, წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა - სტატისტიკის აღმასრულებელი დირექტორი

2021 წლის იანვარში, წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.  

გოგიტა თოდრაძემ ის მიმართულებები ჩამოთვალა, რომელშიც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა, ასევე დასახელდა ის მიმართულებები, რომელშიც ზრდა დაფიქსირდა.

" 2021 წლის იანვარში სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა. კლების ტენდენცია გამოვლინდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების დამამუშავებელი მრეწველობის, ხელოვნების, გართობის, დასვენების, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.

საერთო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა: საფინანსო საქმიანობის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორებში," - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები