29 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას - ბალტიისპირეთის ქვეყნების განცხადება

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ "მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობებს რისკის წინაშე აყენებს".

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო უწყების პირველი პირები შეშფოთებას გამოთქვამენ ნიკა მელიას დაკავების გამო და ყველა პოლიტიკურ ძალას თავშეკავებით მოქმედებისკენ, სიტუაციის დეესკალაციისა და კონსტრუქციული გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებენ.

"ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას არსებული კრიზისის გადასაჭრელად,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები