29 ნოემბერი 2024,   03:58
ვრცლად
ნიკა მელია ამ უკანონობას არ ექვემდებარება და არც მომავალში დაექვემდებარება - ადვოკატი პროკურატურის შეთავაზებაზე

პროკურატურის შეთავაზებას ნიკა მელიას უფლებადამცველები "ქართული ოცნების" უკანონო გადაწყვეტილების გამოსწორების მცდელობად აღიქვამენ. ბექა ბასილაია იმასაც ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია თუ როგორ აპირებს სამართლებრივად პროკურატურა მათთვის კვლავ გირაოს შეთავაზებას. ადვოკატის მტკიცებით, საგამოძიებო უწყების წინადადება ნათელი დასტურია, რომ ნიკა მელიას პატიმრობა პოლიტიკური დევნა და რევანშია.

"პროკურატურის განცხადება ნიშნავს, რომ ის ქცეულია პრობლემური აქტივების ბიუროდ, შპს "ტრიბად" და ცდილობს გირაოს თანხა ამოიღოს. სინამდვილეში ეს არის ამოცანა, რომ პროკურატურას უნდა, როგორღაც პირი მოწმინდოს "ქართულ ოცნებას" იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, რაც ნიკა მელიას თავისუფლების აღკვეთას შეეხება. ნიკა მელია ამ უკანონობას არ ექვემდებარება, არ დაექვემდებარა და არც მომავალში დაექვემდებარება," - აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასილაია.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ, ბრალდების მხარე მზადაა, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის კვლავ გირაოთი შეცვლის შესახებ. 

დღის ამბები