29 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ხმაური იყო პარლამენტთან - დაკავებულია ერთი პირი

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარლამენტთან. დაკავებულია ერთი სამოქალაქო აქტივისტი. მას უნდოდა დროებით ჯებირთან დაეტოვებინა წარწერა "რუსეთი ოკუპანტია", თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

ადგილზე შეიკრიბნენ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრები.

ისინი ქვეყანაში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას არ აპირებენ, რისთვისაც ყველაფერს იზამენ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება აგრძელებს სამოქალაქო აქტივისტების დევნას და დაპატიმრებას, მისი თქმით ხელისუფლებას დაკავების არანაირი საფუძველი არ აქვს.

დღის ამბები