29 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის საჭიროა წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტრუქციულ წესრიგში დაბრუნება - ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია "ქართული ოცნების" ფორმატში უსმენენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმრავლესობის წევრებს სამთავრობო პროგრამა და მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საკუთარ ხედვები და გეგმები უკვე გააცნო.

რაც შეეხება ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ამ სიტუაციაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ პირველი 100 დღის განმავლობაში პრიორიტეტები იქნება, პირველი რაც საჭიროებს აღნიშნულ სიტუაციაში ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტრუქციულ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება.

რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და 10 წლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშავება. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები