29 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"აბსოლუტურად უცნობია ინფორმაციის წყარო და მოტივაცია" - ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჟვანიას გადადგომას კატეგორიულად უარყოფს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია გადადგა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჟვანია თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.

თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

"ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია ინფორმაციის წყარო და მოტივაცია. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო,რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. შესაბამისად ქალბატონი თამარი არ გადამდგარა, ყველა დანარჩენი ინსინუაცია, ინტერპრეტაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ასევე გახლავთ ტყუილი. თამარ ჟვანია იმყოფება სამუშაოზე და ახორციელებს თავის უფლებამოსილებას,"- აცხადებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე.

დღის ამბები