29 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო - შსს

გიორგი გახარიას გადაწყვეტილების გამო, დატოვოს თანამდებობა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო, ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

"პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო," - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო - ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა

 

ამავე თემაზე
დღის ამბები