29 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ - ისინი, სავარაუდოდ, ნიკა მელიას განჩინებას  ჩააბარებენ 

"ნაციონალური მოძრაობის " ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ - ისინი, ნიკა მელიასთვის განჩინებას ჩაბარებას ცდილობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისთან შეკრებილებს მოუწოდა, გაათავისუფლონ შენობის შესასვლელი და მისცენ სამართალდამცველ უწყებებს საშუალება, აღასრულოს სასამართლოს განჩინება.

შსს-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიციისთვის ხელის შეშლა კანონის დარღვევაა და ყველას მიმართ, ვინც კანობს დაარღვევს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  

ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ოფისში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. ნიკა მელიას ადვოკატმა მოითხოვა, განჩინება ნიკა მელიას ნაცვლად მას ჩააბარონ, თუმცა მას უპასუხეს, რომ ადვოკატს უწყებას სასამართლო გადასცემს. 

დღის ამბები