ორი პირი დააკავა პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.
ერთ-ერთი დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია. ორივე დაკავებულს 2-2 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ორი დღის წინ მედიაჰოლდინგ "კვირას" ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტს და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.