29 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს თავმჯდომარე ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. დაგეგმილია ენ ლინდეს შეხვედრა პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილვის მთავარი თემები ეუთოსა და საქართველოს თანამშრომლობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 

ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი მოინახულებს საოკუპაციო ხაზსაც.

 

დღის ამბები