29 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
კახეთში არასრულწლოვანმა დედა დაჭრა

კახეთში შვილმა დედა დაჭრა. შემთხვევა ლაგოდეხში, სოფელ განჯალაში მოხდა.
შუახნის ქალს ცივი იარაღით დაზიანება მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ოპერაცია ღამითვე ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაპირისპირების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, დედა-შვილის შორის უთანხმოება ეჭვიანობას უკავშირდება. 17 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებენ და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა უკვე ამოღებულია.

დღის ამბები