29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
12 წლის ბიჭმა ბებია მძარცველებისგან გადაარჩინა

12 წლის ბი​ჭმა თავისი ბებიის სახლში შეჭრილ მძარცველებს ესროლა. შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინაში მოხდა.

ორი ნიღბიანი კაცი 73 წლის ლინდა ელისის სახლში ღამის პირველ საათზე შევიდა, ქალს ფულს სთხოვდნენ, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მათგანმა ხანშიშესულ ქალს ესროლა.

ამის შემდეგ, ლინდას 12 წლის შვილიშვილმა მძარცველებს ცეცხლი გაუხსნა და ერთ-ერთი მათგანი, 19 წლის მოზარდი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვს ბრალდებას არ წაუყენებენ, რადგან ის თავს იცავდა. კლინიკაში გადაიყვანეს ლინდა ელისიც. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები