29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
მართმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმას აღნიშნავს 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

როგორც საპატრიარქოს მიერ მირქმის დღესასწაულის აღნიშვნისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა უნდა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.​

მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს 40 დღის ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

დღის ამბები