29 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდის 13 მუტაცია არსებობდა - სავარაუდოდ, ვირუსი ჩინეთში უფრო ადრე გავრცელდა, ვიდრე ოფიციალურად დაადასტურებდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსის 13 მუტაცია არსებობდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ზოონოზური ინფექციების სპეციალისტმა პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა.

გაეროს წარმომადგენლის თქმით, არსებული მონაცემების საფუძველზე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ვირუსი ჩინეთში ვრცელდებოდა ბევრად ადრე, ვიდრე ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა.

რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას, მსოფლიოში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 300 000-ს ჩამოსცდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში დღიური ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს კიდევ 7000-მდე პაციენტი ემსხვერპლა. მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი.

ამ დროისთვის მსოფლიოში ინფიცირების 110 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 2 410 000-ზე მეტი პაციენტი.

დღის ამბები