კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი რუსული ტელეარხების წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების სატელევიზიო ოპერატორები ბოიკოტს აგრძელებენ. ლატვიაში ტელეარხის, "რასია ერ-ტე-ერის" მაუწყებლობა შეწყვიტეს.
რიგის სატელევიზიო ოპერატორის, "ბალტიკომის" პაკეტში "რასია ერ-ტე-ერის" მაუწყებლობა 1 წლით შეჩერდა, მანამდე ლატვიის სატელევიზიო ოპერატორებმა 16 რუსულ მაუწყებელს გამოუცხადეს ბოიკოტი.
ლატვიის საკაბელო ოპერატორმა, "ტეტმა" პირველი თებერვლიდან რუსული უმსხვილესი ტელეარხების, "ენტევე მირის", "რენ ტივი ბალტიის", "კინოკომედიას" და "კინომიქსის" გადაცემა შეწყვიტა.
რუსული პროპაგანდის გავცელების ბრალდებით, მაუწყებლობის უფლება შეუჩერდა სამ უკრაინულ ტელევიზიასაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნულთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.