29 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა, ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე.

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს - პოლიციის პოლკოვნიკ ავთანდილ გალდავას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ხელმძღვანელებისგან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

დღის ამბები