29 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპი რესტორნების და კაფე ბარების ღია სივრცეების გახსნასაც ითვალისწინებს

შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპი რესტორნების და კაფე-ბარების ღია სივრცეების გახსნასაც ითვალისწინებს. თუმცა რესტორატორები სიახლეს სკეპტიკურად უყურებენ. მათი შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან ამუშავებას, თუნდაც, ღია სივრცის მქონე ბევრი ობიექტი ვერ შეძლებს.

"არსებული რესტორნებიდან 25%-ს აქვს შესაძლებლობა რომ ღია სივრცე გახსნას, მაგრამ იქიდან ყველა ვერ იწყებს ოპერირებას, რადგან მათთვის აზრი არ აქვს," - აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.

რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ მათთვის სერიოზული დარტყმაა შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვაც.

"ამას გახსნაც არ ჰქვია, მაგრამ მაინც გვიხარია. სკეპტიკურად ვუყურებთ, თებერვალია,ზამთარია, ადამიანებს გარე სივრცეებში დაჯდომა არ მოუნდებათ, თან შაბათ-კვირის შეზღუდვა სერიოზული დარტყმაა ამ ბიზნესისთვის," - განაცხადა რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ.

დღის ამბები