29 ნოემბერი 2024,   04:01
ვრცლად
ბარი "ჯაფარასთან" დალუქეს - საგამოძიებო მოქმედების დროს ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე არ იმყოფებოდა

ბარი "ჯაფარასთან" დალუქულია. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა გვიან ღამით ბარში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მათ გამოძიება კარანტინის წესის დარღვევას ედავება.

ბარის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით, სამართალდამცველებს მათთვის ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ ბარის გარე პერიმეტრზეც. საგამოძიებო მოქმედების და დალუქვის პროცესის დროს ზურა ჯაფარიძე ადგილზე არ იმყოფებოდა.

დღის ამბები