შეერთებულ შტატებში "კოკა-კოლა" პლასტმასის ნარჩენების შემცირებისთვის 100%- ით გადამუშავებადი ბოთლების გამოყენებას იწყებს.
ეს არა მხოლოდ ნარჩენების შემცირებას უზრუნველყოფს, არამედ გარემოში ნახშირბადის გამოყოფასაც შეამცირებს.
"კოკა-კოლა" გარემოს დაბინძურებისთვის არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, "ნესტლესთან" და "პეპსიკოსთან" ერთად, გარემოს ყველაზე დამაბინძურებელ მწარმოებლებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.