დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ათობით ყოფილი "რესპუბლიკელი" ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რესპუბლიკელთა ის ნაწილი, რომელიც თვლის რომ "რესპუბლიკურ პარტიას" არ სურს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დემოკრატიის ხელყოფის მცდელობებს წინააღმდეგობა გაუწიონ მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ჩამოყალიბებას განიხილავს.
მოლაპარაკებებში 120 ზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ შორის: რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უფროსისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ყოფილი წევრები. მათ შეხვედრა გასულ პარასკევს ზუმის პლატფორმის მეშვეობით გამართეს.