29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი დაიღუპა, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძეა. ის ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მაშველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

 "თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები