ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მეშვეობით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ფიქტიური გაწერის შედეგად, 2019-2020 წლებში, ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით შეიქმნეს ნახევარ მილიონ ლარამდე აქტივი, საიდანაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ 172 ათას ლარს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.