გერმანიაში საკარანტინო შეზღუდვები 7 მარტამდე გაგრძელდება, თუმცა ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი წესების დაცვით გაიხსნება სალონები.
სეზონზე პირველად, ზამთრის კურორტები 15 თებერვლიდან გაიხსნება იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი მსოფლიოს ქვეყნებს კვლავ ვაქცინის განაწილებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას 65 წელს გადაცილებულ პირებში. კომპანია ვაქცინის კიდევ ერთ საწარმოს გახსნას გეგმავს გერმანიაში.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ორი პირბადის გამოყენების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. მათი განცხადებით, ორი პირბადის ხმარება ვირუსისგან დაცვის ხარისხს ზრდის.