29 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
მეშახტეების პროტესტი ტყიბულში - 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდის

ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს. 15-მდე მეშახტე, პროტესტის ნიშნად, შახტიდან არ ამოდის.

შახტში დასაქმებულები, რომლებიც რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში არიან, არსებულ მდგომარეობას და სავარაუდოდ, ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.

მეშახტეების პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, რა გახდა პროტესტის მიზეზი, კომპანია არ საუბრობს.

დღეს გახდება ცნობილი, რას ითხოვენ შახტში დასაქმებულები.

დღის ამბები