შეტაკებებში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში. ათენში დემონსტრანტები განათლების შესახებ წარდგენილ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
რეფორმა კამპუსებში პოლიციის განთავსებასაც მოიცავს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. სტუდენტები აცხადებენ, რომ კამპუსებში პოლიციის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის აკადემიურ თავისუფლებას.
მთავრობის განცხადებით კი, რეფირმა მიზნად სახელმწიფო უნივერსიტეტებში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს.