29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
არასრულწლოვნის "ნიშნობის" ფაქტი - აზერბაიჯანის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას მიმართავს

აზერბაიჯანის სახალხო დამცველი ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობას გამოეხმაურა.

საბინა ალიევა საქართველოს ომბუდსმენს მიმართავს და სთხოვს, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგონას უფლებების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვნების "ნიშნობის" ამსახველი ვიდეო გავრცელდა. შემთხვევა თბილისში, ფონიჭალაში მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა გუშინვე დაიწყო. 

დღის ამბები