დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატის ადგილობრივი ხელისუფლების წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. საქმე შესაძლოა სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს.
ბრალდების თანახმად, ტრამპი შეერთებული შტატების მთავრობას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვდა.
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, ტრამპის მხრიდან ზეწოლა 2 იანვარს განხორციელდა, როდესაც პრეზიდენტი მას ტელეფონით დაუკავშირდა და შტატში შედეგების გაუქმება მოსთხოვა. მაშინ, ტრამპმა მიზეზად თაღლითობის შესახებ ბრალდებები დაასახელა.