29 ნოემბერი 2024,   04:03
ვრცლად
204 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი და 736 გამოჯანმრთელებული პაციენტი - სტატისტიკა რამდენიმე წუთის წინ განახლდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 204 შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 262 228 შეადგინა. 

ინფექციას საქართველოში კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3298-ია. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ვირუსი საქართველოში 254 350-მა ადამიანმა დაამარცხა. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2706 PCR ტესტით.

7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.84%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3.69%.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 32, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 13, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4554, საიდანაც: 2229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1408," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები