ნიდერლანდებისა და გერმანიის მთავრობები, დიდთოვლობის გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ნიდერლანდებში თოვლის საფარის სიმაღლემ 20 სანტიმეტრს მიაღწია. დაიხურა კოვიდტესტირების პუნქტები და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
-7 გრადუსამდე დაეცა ჰაერის ტემპერატურა გერმანიის დედაქალაქში. შეწყდა სარკინიგზო გადაადგილება ბერლინს, ჰანოვერსა და კიოლნს შორის. ინფორმაცია ვრცელდება უამინდობის გამო მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ათობით დაშავებულის შესახებ. სინოპტიკოსები ამინდის კიდევ გაუარესებას პროგნოზირებენ.
ძლიერი ქარი და თოვლია დიდ ბრიტანეთშიც. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აჭარბებს.