29 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
ოკუპირებულ ცხინვალში კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ჩავიდა

ოკუპირებულ ცხინვალში კონსტანტინ კოსაჩოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ჩავიდა. დელეგაცია 5 წევრისგან შედგება და განხილვის მთავარი თემა ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაა.

რუს დეპუტატებთან შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიისგან გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ პარლამენტთაშორისი კავშირი აღდგება. ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა, რომლის გამოც უკვე რამდენიმე თვეა დე ფაქტო პარლამენტის სხდომები არ ტარდება.

დღის ამბები