29 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთნ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს. საუბრისას თემა შეეხო საქართველოს საკითხსაც.

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მინისტრ ლავროვთან, "შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და "სოლარვინდსის" ინციდენტზე" ისაუბრა.

ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, მათ ინფორმაციაში საქართველოზე საუბრის შესახებ ნახსენები არ არის.

დღის ამბები