29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ვფიქრობ მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავარია ქვეყანა იხსნან პოლიტიკური ჩიხიდან. გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარი მიზანია ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში.

"ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს, აქედან გამომდინარე, "სტრატეგია აღმაშენებელი" იმ განცხადებას, რომელიც 1 კვირის წინ გავაკეთეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არ ვცვლით, მზად ვართ, მოლაპარაკებისთვის. იმისათვის, რომ მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან ვიხსნათ ქვეყანა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვერცერთ შემთხვევაში, ვერ იქნება განხილვის საგანი, ვინ შედის და ვინ არ შედის პარლამენტში, მთავარია, შეთანხმება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები