EBRD მზადაა შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმაოს - სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის ონლაინ შეხვედრისას ესაუბრა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა პანდემიის ფონზე EBRD-ის როლზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსაც.