ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდნენ, სასამართლომ გაამართლა.
სასამართლომ ამ საქმეზე დამნაშავედ ცნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი და მას 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ფარცხალაძესა და ჩოხელს სახელმწიფო ბრალდება ყოფილი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავებოდა.
შემთხვევა 2017 წლის 13 მაისს მოხდა. ლაშა თორდიას განცხადებით, მაშინ მას ყოფილი მთავარი პროკურორი თავს დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. თავად ლაშა თორდია საქართველოში არ იმყოფება.