29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმების საკითხი პარლამენტში ჩავარდა - 51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს კვლავ ინარჩუნებს

ოპოზიციისთვის უფლებამოსილების გაუქმების საკითხი პარლამენტში ჩავარდა.

კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, 51 ოპოზიციონერი დეპუტატი მანდატს ისევ ინარჩუნებს.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილება არ გაუუქმოს იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ.

ამასთან, პარლამენტმა დღეს კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი აირჩია, 82 ხმით არცერთი წინააღმდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერად ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს. 

დღის ამბები