29 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
"გლოვოს" კურიერების პროტესტი - კურიერების ნაწილი ანაზღაურების გაზრდას ითხოვს

"გლოვოს" კურიერების საპროტესტო აქცია - კურიერების ნაწილი მთავარ ოფისთან ანაზღაურების გაზრდასა და შრომის უკეთეს პირობებს ითხოვს. 

"ანაზღაურება დაგვიკლეს, ადრე კილომეტრზე 40 თეთრს გვიხდიდნენ, ახლა 30-ს და ძველ ტარიფზე დაგვაბრუნონ," - აცხადებს ერთ-ერთი კურიერი.

"​გლოვოს" კურიერების ინფორმაციით, ისინი არაერთხელ შეხვდნენ მენეჯმენტს, თუმცა ვერ მიაღწიეს შედეგს და ამის შემდეგ გადაწყვიტეს აქციის გამართვა. მათი ინფორმაციით, ეს პრობლემები უკვე თვეებია გრძელდება.

დღის ამბები