29 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
McDonalds რესტორნების პროტესტის სოლიდარულია, თუმცა აქციას ვერ შეუერთდება - თემურ ჭყონია

McDonalds-ის რესტორნების ქსელი, თბილისის მასშტაბით, 150-ზე მეტი რესტორნის გაფიცვას ვერ შეუერთდება.

როგორც "რუსთავი 2-ს" "McDonalds-საქართველოს" დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ბოიკოტის რეჟიმს გულრწფელად უჭერს მხარს, თუმცა McDonalds-თან დადებული კონტრაქტის მიხედვით, მსგავს აქციებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.

"გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში, ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას.

ერთადერთი მიზეზი "მაკდონალდსთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობებია. ჩვენ ვართ მსოფლიო "მაკდონალდსის" ნაწილი, არ ვართ ცალკე და იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში "მაკდონალდსს" გააჩნია და ასევე, ჩვენი კონტრაქტიდან გამომდინარე, ასეთ აქციებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს," - აცხადებს თემურ ჭყონია.

დღის ამბები