29 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
მოთხოვნით-"ქვეყანა უნდა გაიხსნას" თბილისის ცენტრში მსვლელობა გაიმართა

"ქვეყანა უნდა გაიხსნას" - ამ მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა თბილისის ცენტრში. მოძრაობა "ხალხისთვის" მოუწოდებს მოსახლეობას, გააპროტესტონ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები.

თუ 1 თებერვლიდან რეგულაციები არ მოიხსნება, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოსახლეობამ დაუმორჩილებლობა უნდა გამოაცხადოს.

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს, რომ უნდა მოიხსნას შეზღუდვები.

"ქვეყანა უნდა გაიხსნას ამას ალტერნატივა არ აქვს. 1 თებერვალს უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნას ტრანსპორტი და მოიხსნას ეს არაგონივრულად დადგენილი კომენდანტის საათი. ხელისუფლებისგან გვჭირდება გეგმა, როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან,"-აღნიშნა ანა დოლიძემ.

დღის ამბები