დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიას 2022 წლის არჩევნებში წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა. შტატების ყოფილი პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა ლიდერს, კევინ მაკკარტის შეხვდა.
შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბში შედგა, სადაც ექსპრეზიდენტი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ცხოვრობს.