ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ Novavax-მა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ამის შესახებ BBC წერს. ვაქცინა, ასევე, შედეგიანი აღმოჩნდა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კვლევის შედეგებს "კარგ სიახლედ" აფასებს და აცხადებს, რომ ახლა ვაქცინა ქვეყნის მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.
გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის სამი ვაქცინაა დამტკიცებული - ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრა ზენეკას", "ფაიზერისა" და "მოდერნასი".