29 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
669 ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი, 637 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში სულ ინფექციის 256 956 შემთხვევაა დადასტურებული. 

კოვიდინფექციით ქვეყნის მასშტაბით კიდევ 21 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა   3148-ს შეადგენს. 

კორონავირუსი კიდევ 637-მა ადამიანმა დაამარცხა და ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა  247 096 გახდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7630 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა - 40, იმერეთი - 119, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 23, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 79, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6686, საიდანაც:                   2731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1375, აჭარაში - 195, იმერეთში - 512. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში - 289, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში- 2, იმერეთში - 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 97 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 220, ხოლო აჭარაში - 104

სულ  6 ოქტომბრიდან - 28 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 146 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 924 პირი, აჭარაში - 831, იმერეთში - 1498.

დღის ამბები