პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. შესაბამისი შუამდგომლობით უწყება სასამართლოს რამდენიმე წუთში მიმართავს.
"რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი
ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძეიბს გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულებების ქმედების აღიარება ვიდეო-აუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები" - განაცხადა პროკურორმა